ახალციხის N5 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
21-02-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები ამ თარიღის აღნიშვნას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის შორენა ცინაძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ.
მათ სხვადასხვა ნაწარმოები განიხილეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობისა და როლის შესახებ ისაუბრეს.
„წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით“ - ალბათ, დამეთანხმებით, არაფერი შეედრება წიგნებში ამოკითხულ სიბრძნეს. წიგნი მთელი სამყაროა, რომელიც შენს წინ ხელისგულივით იშლება, ის უკვდავების წყაროა, მთელი სიცოცხლე რომ თან გდევს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რაოდენ მნიშნელოვანია წიგნის სამყაროში მოგზაურობა, ჩვენც უკვე სტარტი ავიღეთ და მივიჩქარით ახალი თავგადასავლებისკენ, რომელთაც წიგნის კითხვა გვპირდება - ვუერთდებით მსოფლიო წიგნის კითხვის დღეს“,- წერს პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს