ახალციხის N5 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა „პატარა უფლისწული“ განიხილეს
21-02-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-5ე კლასში ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ნაწარმოები წაიკითხეს, გამოწვეული შთაბეჭდილებები და დაკვირვებები ერთმანეთს გაუზიარეს. გარდა ამისა, მათ „პატარა უფლისწულის“ პერსონაჟები დახატეს.
მეხუთეკლასელები აღნიშნულ აქტივობაში, პედაგოგ სოფიო ხითარიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ინერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„კითხვა გვაძლევს მოტივაციას,სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ. მართლაც ასეა, კითხვა ხელს უწყობს ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებასა და სირთულეების გადალახვას დღეს Vე კლასში „პატარა უფლისწული“ განვიხილეთ. ვისაუბრეთ ავტორზე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერზე. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს წიგნისადმი სიყვარული. მხოლოდ წიგნის წაკითხვა არაა მთავარი, მასში უნდა ვეძიოთ ცხოვრებისეული ნიუანსები, რომლებითაც ავტორის ჩანაფიქრს ამოვიცნობთ. მოსწავლეებმა კარგად ისაუბრეს ნოველის მთავარ საკითხებსა და დღევანდელ რეალობაზე. მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითობა ეკრანს გარეთ გამოიტანეს და გვაჩვენეს ნახატები „პატარა უფლისწულის“ სახელწოდებით. წინ წიგნის კითხვისაკენ“,- წერს პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს