თბილისის N59 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში
21-02-2022
თბილისის N59 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - იაკობ ჩალაძემ, მარიამ ჩალაძემ და მარიამ ბესელიამ izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში - „ჩვენ და დედამიწა“ წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეებმა izrune.ge -ს წარმატების ონლაინ სერტიფიკატები დაიმსახურეს.

გეოგრაფიის ოლიმპიადა- „მე და დედამიწა“, რომელიც განკუთვნილია I-XII კლასის მოსწავლეებისთვის, izrune.ge-ზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N59 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203