სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალია მახარაძე ხატვის კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
21-02-2022

აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალია მახარაძე კონკურსში - „დახატე ისტორია“ მონაწილეობდა. 

8 წლის ნატალია კონკურსში ინტერესით ჩაერთო და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმოაჩინა. 

მოსწავლე კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდა. 

მოსწავლეთა კონკურსი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა. ნატალია კონკურსში მასწავლებლის, ნაზი არძენაძის ინიციატივით ჩაერთო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203