წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ გამართულ შეხვედრას დაესწრნენ
21-02-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.
შეხვედრა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრში გაიმართა. დამსწრე მასწავლებლების ნაწილმა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საპროექტო წინადადებები წარადგინა.
მათ შორის იყო სკოლის ისტორიის პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე. მან პროექტი - „მე მნიშვნელოვანი ვარ“ წარადგინა.
აღნიშნულ შეხვედრას წყალტუბოს N1 საჯარო სკოლიდან სხვა პედაგოგებიც ესწრებოდნენ. ესენი იყვნენ ისტორიის პედაგოგი თამილა თუთბერიძე და სპეც.პედაგოგი ნინო ჯიმშელეიშვილი.
შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა,
სკოლა ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს.
„დამსწრე პედაგოგებმა მიიღეს რეკომენდაციები ქალბატონი ნატო ქობულაძის, ქალბატონი შორენა ტყემალაძისა და ქალბატონი მადონა ბასილაძისაგან. წარმატებები ყველა მონაწილეს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს