ალპანის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა გაამწვანეს
21-02-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაამწვანეს. 

მოსწავლეები სკოლის გალამაზებასა და გამწვანებაში დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ეზოში ნაძვის ხეები დარგეს.

სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი მოსწავლეებსა და პედაგოგებს შესრულებული საქმისთვის უდიდეს მადლობას უხდის. 

„როცა ნება თავისუფალია და გამოხატავს სკოლის ეზოს გამწვანებას და გალამაზებას...ეს ფასდაუდებელი თვისებაა, მოვალეობაზე რომ არაფერი ვთქვათ!...მადლობა ამ ნებისათვის, მოსწავლეებო და პედაგოგებო! მადლობა აკაკი ფრუიძე (მეექვსე კლასი) ნაძვის ხის ნერგებისათვის და მადლობა თქვენ ყველას სკოლის ეზოს გამწვანებისათვის! ერთად გავიზრდებით და ეს ნაძვის ხეები მუდამ იქნება თქვენი ნების გამოხატულების მთხობელი“,- წერს სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203