თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლე თათია ჯამალაშვილი საყმაწვილო-ლიტერატურული პრემიის ფინალისტია
21-02-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თათია ჯამალაშვილი, ნომინაციით- საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, საყმაწვილო-ლიტერატურული პრემია „ამირანის“ ფინალისტთა შორის მოხვდა.

მოსწავლე ფულადი ჯილდოთი და წიგნებით დასაჩუქრდა.

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს, პროექტის მხარდამჭერებსა და კონკურსის ჟიურის წევრებს მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მე-6 საავტორო სკოლას, „პაკოს“ ფონდის დამფუძნებელს, ჟიურის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს ასეთი საინტერესო პროექტისთვის“,- აღნიშნულია მადლობის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203