დეხვირის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა
21-02-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სკოლის მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკასთან, ინტერესით და ხალისით კითხულობენ, მათი ასაკობრივი დონის შესაბამის კლასგარეშე ლიტერატურას და აქვთ მზაობა გახდნენ კარგი მკითხველები.

პატარა მკითხველებმა გამართეს დისკუსია წაკითხული წიგნების შესახებ, დაახასიათეს და დაასურათეს საყვარელი პერსონაჟები, გაავლეს პარალელები რეალურ ცხოვრებასთან და შეჯერდნენ, რომ ყოველი ახალი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს და რომ ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი წიგნია მარად!

„ვკითხულობთ სწორად, გამართულად და გაგება-გააზრებით, ვიყენებთ კითხვის სტრატეგიებს, ვღებულობთ სიამოვნებას კითხვისას, და ვმეგობრობთ მთავარ ბიბლიოთეკასთან“, - აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203