ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში წარმატების სერტიფიკატები დაიმსახურეს
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - გიორგი შარაშიძემ, მარიამ მახარაძემ, ნიკოლოზ გოგიტიძემ, თამარ ცერცვაძემ, ნია თოდუამ და ელენე თავბერიძემ izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში - „ჩვენ და დედამიწა“ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებმა
izrune.ge -ს წარმატების ონლაინ სერტიფიკატები დაიმსახურეს.
გეოგრაფიის ოლიმპიადა- „მე და დედამიწა“, რომელიც განკუთვნილია I-XII კლასის მოსწავლეებისთვის,
izrune.ge-ზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: