ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასში თემაზე - „გარემოს დაბინძურება“ ღია გაკვეთილი ჩატარდა
18-02-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.

სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა, ნინო ხუსკივაძემ 18 თებერვალს მე-8 კლასში თემაზე - „გარემოს დაბინძურება“ ღია გაკვეთილი ჩაატარა.

კლასის მოსწავლეებმა: მიხეილ ბოხაშვილმა, ნიკოლოზ და მათე ლობჯანიძეებმა პრეზენტაციები წარადგინეს; მათ ასევე, სოფელ ღების დაბინძურებისა და პრევენციის შესახებ თავისუფალი თემებიც ჰქონდათ მომზადებული.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერმა მოსწავლეებმა როგორც პრეზენტაციები, ისე თავისუფალი თემები ძალიან საინტერესოდ წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203