გურჯაანის საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი შეიქმნა
18-02-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამით, ხელოვნური ინტელექტის კლუბი შეიქმნა.

პროექტის მიზანია აღნიშნული მიმართულებით მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება და განათლების მიღების ხელშეწყობა. პროექტის პარტნიორი კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გახლავთ.

პროექტში სულ 30 სკოლა მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს „არდუინოს“ გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი გადაეცემა, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა „არდუინოს“ გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში მე-8-მე-12 კლასის, 10-20 მოსწავლის მონაწილეობით იმუშავებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203