ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია განახორციელეს
18-02-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები იმ საკებით იმ ბავშვებს დაეხმარნენ, ვის ოჯახებსაც უჭირს.
მოსწავლეები ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში მივიდნენ. მათ სხვადასხვა სახის სამუშაო შეასრულეს. მაგალითად, საკვების მოამზადეს და ობიექტი დაალაგეს. გაწეული სამუშაოსთვის მათ საკვები გადაეცათ, რაც იმ ბავშვებს დაურიგეს, ვის ოჯახებსაც ეკონომიურად უჭირს.
მოსწავლეებმა ამ საქველმოქმედო აქციით სიკეთის ძალა ყველას დაანახეს.
„სამუშაოს შესრულების შემდეგ ბავშვებმა მიიღეს სხვადასხვა ტიპის საჭმელი: პიცა, შაურმა, ბურგერი, ჰოთ-დოგი, ღვეზელი და მიღებული საკვებით გადაწყვიტეს იმ ბავშვებს დახმარებოდნენ, ვისაც საჭმლის ნაკლებობა ნამდვილად აქვთ. ძალიან კარგი სამუშაო იყო, მოსწავლეებმა ძალიან კარგი დრო გაატარეს და გახარებული იყვნენ თავიანთი ნამუშერით სხვების დახმარება რომ შეძლეს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს