თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში
თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ელენე ეგრისელაშვილმა, ანასტასია ულუმბელაშვილმა, ანასტასია ილურიძემ, სანდრო კუნდუხაშვილმა, ლიზი ჯანელიძემ, ანასტასია გოგალაძემ და ელენე გულორდავამ izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში - „ჩვენ და დედამიწა“ II ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს. გეოგრაფიის ოლიმპიადა- „მე და დედამიწა“, რომელიც განკუთვნილია I-XII კლასის მოსწავლეებისთვის
izrune.ge-ზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: