თბილისის N129 საჯარო სკოლაში სამართლის 3-თვიანი პრაქტიკული კურსი ჩატარდა
18-02-2022

თბილისის N129 საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სამართლის 3-თვიანი პრაქტიკული კურსი წარმატებით ჩატარდა. 

გაიმართა 13 ტრენინგი, დატვირთული საინტერესო ლექციებითა და სავარჯიშოებით, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე.

აღნიშნული პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეთათვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს შემდეგი ძირითადი სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაცია:

სამართალი და სამართლებრივი სისტემები;

კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის უფლებები;

სისხლის სამართალი;

სამოქალაქო სამართალი;

არასრულწლოვანთა უფლებები.

პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული კურსი,გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

კურსის ტრენერები იყვნენ - ნათია ჯანგველაძე და გიორგი ქოსაშვილი.

„დიდი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203