წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბიობოსტანში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს
18-02-2022
ბოლნისის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლა ბავშვებს მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები განახორციელონ.

სკოლაში შექმნილია კლუბი - „მწვანე კლუბი“, რომლის წევრი მოსწავლეების აქტიურობითა და სკოლის დახმარებით ბიობოსტანიც კი გაშენდა.

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ბიობოსტანში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თითოეული მოსწავლე სამუშაოებში დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობს. ბავშვების შრომით ბიობოსტანში ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, რათა გარჯამ შესაბამისი შედეგიც გამოიღოს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203