ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18-02-2022

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის აკრედიტაციისთვის ემზადება. სწორედ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა უნივერსიტეტსა და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საფუძველზე სკოლისა და უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა. ამასთანავე, იგეგმება სხვა ისეთი პროექტებიც, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მარტო განათლებაზე, არამედ ქალაქისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობაზეც.

მემორანდუმს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა მოაწერეს ხელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203