ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გვანცა ცუცხაშვილი Google-ის თანამშრომელი გახდა
18-02-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული გვანცა ცუცხაშვილი Google-ის ვარშავის ოფისის თანამშრომელი გახდა. გვანცა Data Source Modeling-ის გუნდს, Software Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას ულოცავენ.

„ჩვენი კიდევ ერთი საუკეთესო მოსწავლის წარმატებით უნდა გაგახაროთ. გვანცა ცუცხაშვილი Google-ის ვარშავის ოფისის თანამშრომელი გახდა. გვანცა Data Source Modeling-ის გუნდს, Software Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა.
მას კონტრაქტი უკვე გაუფორმდა და ვარშავაში გუშინ გაემგზავრა.
წარმატებებს ვუსურვებთ გვანცას. ვიცით, სადაც იქნება, თავს არ შეირცხვენს და ოჯახსა და ქვეყანას ასახელებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203