
ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში გოეთეს ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროექტის - „ჯიუნიორ ონლაინ უნივერსიტეტის“ ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის თემა იყო - „პროგრამირება გერმანულ ენაზე“.
მოსწავლეებს მინი კომპიუტერის „კალიოპეს“ გამოყენებით პროგრამირების მასტერკლასი ჩაუტარდათ.
პროექტს გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელ ნესტან შანავასთან ერთად გერმანული ენის მასწავლებელი ინგა გოგბერაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტში მე-5, მე-6,მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის დასასრულს მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: