
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლების ერთობლივი თანამშრომლობით, სკოლაში კვირეული - „გენდერული თანასწორობა“ ჩატარდა.
მოსწავლეები კვირეულის მიმდინარეობაში ინტერესით ჩაერთნენ და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მეტი ინფორმაცია მიიღეს.
კვირეულის ფარგლებში, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: