
ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მეხუთეკლასელებმა, პედაგოგებთან ერთად, (ლ.ჭეიშვილი, ნ.ცერცვაძე, ქ.გველესიანი და კ.კირთაძე) „გააგრძელე კითხვის“ პრინციპით ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ძაღლი“ წაიკითხეს.
პედაგოგები კი მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: