„მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემაზე, წყნარი ოკეანის დაბინძურების გავლენა“- იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი
18-02-2022

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო რომ გახდეს პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ  მოსწავლეები სხვადასხვა საგაკვეთილო აქტივობებში აქტიურად ჩართონ. 

მით უმეტეს, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ პროექტებზე მუშაობა. ამის ნათელი მაგალითია VII2 კლასში ჩატარებული პროექტ-გაკვეთილი.

მოსწავლეებმა გეოგრაფიაში დაამუშავეს თემა -  „მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემაზე, წყნარი ოკეანის დაბინძურების გავლენის შესახებ“. მოსწავლეთა პედაგოგი მაია როხვაძე გახლავთ.

მოსწავლეებმა პროექტებში, ნათლად წარმოაჩინეს, თუ როგორ გამოიხატება ადამიანის სამეურნეო საქმიანობის როლი წყნარი ოკეანის დაბინძურებაში; წყნარი ოკეანის ლოკალურ დაბინძურებას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემაზე და რა ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ, ოკეანის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები და ვიდეორგოლები, სადაც თვალნათლივ ჩამოაყალიბეს აღნიშნული პრობლემის მნიშვნელობა და მათი გადაჭრის გზები.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203