ქუთაისის N36 სკოლამ საგანმანათლებლო პროექტში აქტიური მონაწილეობისა და მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებისთვის მორიგი მადლობის წერილი მიიღო
18-02-2022

ქუთაისის N36 საჯარო სკოლამ ევროპის სკოლათა გაერთიანება eTwinning-ის პლატფორმაზე განხორციელებულ პროექტში - „იყავი ინფორმირებული იყავი დაცული“ აქტიური მონაწილეობისა და მრავალფეროვანი აქტივობების ჩატარებისთვის მორიგი მადლობის წერილი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატი გადაეცა პედაგოგ ნატალია თურქაძესაც. 

„ჩვენმა სკოლამ კიდევ ერთი მადლობის წერილი მიიღო eTwinning-პლატფორმაზე განხორციელებულ პროექტში -„იყავი ინფორმირებული იყავი დაცული“ მონაწილეობისა და მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებისათვის. ჩვენი სკოლის პედაგოგს, ნატალია თურქაძეს ვუსურვებთ ნაყოფიერ მუშაობას, წინსვლას და წარმატებებს!

„წინ, ერთად წარმატებისკენ!“,- ნათქვამია სკოლის დირექციის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203