ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
17-02-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის პირველმა კლასმა, მაძიებელი მასწავლებლის, გიორგი მეტრეველის ხელმძღვანელობით ხელოვნებაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართა.
მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე 5 გაკვეთილის განმავლობაში იმუშავეს, რა დროსაც ბუნებრივი და ხელოვნური მასალისგან შექმნეს რეალური და საოცნებო ეზოების მაკეტი. საბოლოო პროდუქტი კი კლასში წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებმა კომპლექსურ დავალებაზე საოცარი ხალისითა და ინტერესით იმუშავეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს