მანავის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჭეშურაშვილმა ონლაინ სწავლებისას შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთაც სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიამაყით აცნობს.სკოლა ამჯერად, საზოგადოებას მე-10 კლასის ნიჭიერ მოსწავლეს, საბა ჭეშურაშვილს აცნობს, რომელიც შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნის.
საბამ ხატვა 5 წლის ასაკიდან დაიწყო და ულამაზესი ნახატების შესაქმნელად ყველაფერი მოსინჯა: საღებავები, აკვარელი, ფანქარი, გუაში და ზეთის საღებავები; ასევე, დაინტერესებულია ვან გოგისა და ბობ როსის შემოქმედებით.
ნიჭიერი მოსწავლე გატაცებულია მუსიკით და არაერთი კონკურსის გამარჯვებული გახლავთ. სასკოლო საგნებიდან გამორჩეულად უყვარს ქიმია და ინგლისური ენა.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ სწავლებისას საბამ ფანქრით ძალიან საინტერესო და ლამაზი ნახატები შექმნა, რომლებსაც
etaloni.ge გთავაზობთ.
იხილეთ ფოტოები: