ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.ამჯერად, სკოლის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი „თი ბი სი“ ბანკის 2022 წლის სტიპენდიანტი გახდა. საამაყო მოსწავლემ ბანკის სტიპენდია უკვე მეორედ მოიპოვა, რაც სკოლისთვის მართლაც საამაყოა.
„უკვე მეორედ ლაშა-გიორგი კუჭაშვილი თი ბი სი ბანკის 2022 წლის სტიპენდიანტია. ვულოცავთ ლაშა - გიორგის წარმატებებს. მადლობა თი ბი სი ბანკს მოსწავლეთა კეთილგანწყობისათვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ძალიან აქტიურია და სხვადასხვა კონკურსებში მუდამ წარმატებით მონაწილეობს. მან დიდი შრომით მარწყვის კულტურაც კი გააშენა, რომელსაც გულმოდგინედ უვლიდა. მის ანგარიშზეა ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USBA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის კონკურსში
გამარჯვება.
იხილეთ ფოტო: