თეჯისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმწიფო ენას დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით სწავლობენ
17-02-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
სკოლაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ენა სრულყოფილად აითვისონ.
სწორედ ასე იქცევა პირველი კლასის მასწავლებელი ეკატერინე მერლანი. იგი ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილებს დიდი მონდომებით ასწავლის და ცდილობს, რომ მოსწავლეებმა მასალა კარგად აითვისონ.
„დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით ვსწავლობთ სახელმწიფო ენას“,- წერს სკოლა.