თბილისის N26 საჯარო სკოლის კითხვის მოყვარულთა კლუბი მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდა
17-02-2022

თბილისის N26 საჯარო სკოლის კითხვის მოყვარულთა კლუბი მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდა.

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციით, სასიამოვნო სიურპრიზი კლუბმა, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, მე-10 კლასის მოსწავლის, ნინო ადუაშვილის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, გამომცემლობა პალიტრა L-სგან ​მიიღო.

გამომცემლობამ კლუბს საჩუქრად სხვადასხვა ავტორის წიგნების ახალი გამოცემები გადასცა.

სკოლა გამომცემლობას საჭირო და ძვირფასი საჩუქრისთვის დიდ მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203