ყელქცეულის საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას
17-02-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებსა თუ ინტელექტუალურ კონკურსებში მუდამ აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის გუნდი მონაწილეობას მიიღებს ინტელექტ თამაშში - „კაბადონი“. აღნიშნული თამაში გორის მუნიციპალიტეტის სკოლები IX-XII კლასელებისთვის გორელ ფოტოგრაფთა კლუბის / Gori Photographers Club და „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა“ (SCOPE) ხელშეწყობით ჩატარდება.
ინტელექტუალური თამაში „კაბადონი“ - ეს არის მოტივაციის ასამაღლებელი, სწავლის და გუნდურობის წამახალისებელი სკოლის მოსწავლეებისათვის. თამაშის არსი მდგომარეობს ახალგაზრდების განათლების, ლოგიკური აზროვნების, სამართლებრივი ცოდნის გაუმჯობესება, ცოდნის გაღრმავების სამართლებრივ საკითხებზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, სამოქალაქო განათლებაზე.