„რწყილი და ჭიანჭველა“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მათემატიკის საინტერესო კომპლექსური დავალება
17-02-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკაში კომპლექსური დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს.
მოსწავლეებმა დავალება „რწყილი და ჭიანჭველა“, პედაგოგ ხათუნა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით შეასრულეს. მათ რწყილის მიერ გავლილი მანძილი გამოთვალეს და კომპლექსური დავალება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი ცოდნა და მათემატიკური უნარები გამოავლინეს.
ნამუშევრის შესრულებისას კი როგორც აპლიკაცია, ისე გამოძერწილი ცხოველებიც გამოიყენეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს