დაუვიწყარი სადღესასწაულო სანახაობა საყდრიონის საჯარო სკოლაში 
17-02-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის პედაგოგების დამსახურებით მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიებები იმართება. გამონაკლისი კი არც ახალი წლის დღესასწაული იყო.

მუსიკის პედაგოგის, ზოია ყუფუნიას დამსახურებით სახალისო და ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სადღესასწაულო საღამომ მხიარულად ჩაიარა და მოსწავლეებისთვის ნამდვილად დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

„ღონისძიებამ მხიარულად ჩაიარა და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის და დღის გალამაზებისათვის ქალბატონ ზოიას. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებთან ერთად“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203