ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბუნებისმეტყველებას საინტერესო და სახალისო ცდებით სწავლობენ
17-02-2022
ახალციხის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მზის სხივის დაშლის ექსპერიმენტი ჩაატარეს.
მოსწავლეები პედაგოგ დიანა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, შეეცადნენ მზის სხვი დაეშალათ და ცისარტყელე მიეღოთ.
ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესით ჩაერთნენ.
„ეს, მართალია, ერთი შეხედვით, დიდ სასწაულს არ წარმოადგენს, მაგრამ მოსწავლეებში ამ უმნიშვნელო ცდამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კითხვაზე თუ როგორ უნდა დაშლილიყო მზის სხივი, ჭიქა წყალისა და მზიანი დღის დახმარებით, პასუხი გაცემულია. გაკვეთილზე მიღებულ შთაბეჭდილებებს მოსწავლეები ვერ მალავდნენ, პატარა ხელებით ცდილობდნენ მოესინჯათ, მზის სხივის მრავალფეროვნება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს