ვერნების საჯარო სკოლაში, ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო აქცია ჩატარდა
16-02-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით აქტივობები მუდამ იმართება, სადაც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
სამოქალაქო განათლების კლუბმა - „ვერნებმა“ ამჯერად საინფორმაციო აქცია თემაზე - „ერთად დგომით გავიმარჯვებთ“ ჩაატარა. აღნიშნული აქცია ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ 15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა.