გაიცანით, დიდი დმანისის საჯარო სკოლის კალიგრაფიული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე
16-02-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მათი კალიგრაფიული უნარების განვითარებას. ამ მხრივ, მოსწავლეებს წარმატებებიც აქვთ. გასულ წელს შიდასასკოლო კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტებიც“ მოეწყო.
სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და ერთ-ერთი მოსწავლის გვანცა ქოჩორაძის ნაშრომებს გვიზიარებს.
„პედაგოგები დიდ ყურადღებას ვაქცევთ მოსწავლეებში ლამაზი კალიგრაფიული კულტურის ჩამოყალიბებას. 4 წლის წინ ჩვენმა მე-2 კლასელმა მოსწავლემ, გვანცა ქოჩორაძემ ქვემო ქართლის მასშტაბით გამართულ კონკურსზე ყველაზე პატარა მონაწილის ჯილდო დაიმსახურა. გასულ წელს სკოლაში მოვაწყეთ კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები“, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა გამოიჩინეს თავი და წარმოგვიდგინეს საინტერესო ნამუშევრები. გოგონა ყოველდღიურად მუშაობს კალიგრაფიის გაუმჯობესებაზე“,- წერს პედაგოგი ხათუნა ოქრიაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს