
8 თებერვალს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის რუსული სექტორის VIII კლასის მოსწავლეებმა, წმინდა დავით მეფის ხსენების დღე, პროექტით - „დავით აღმაშენებელი - მეფე და მწიგნობარი“ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა: ადელინა იგიტიანმა, კამილა რუსტამოვამ, საბა ვერულიძემ, აისუ კარაჯამ შეისწავლეს დავით აღმაშენებლის ბიოგრაფია, გაეცნენ მის მიერ გატარებულ რეფორმებს, მოიძიეს ინფორმაცია დიდგორის ომის შესახებ, გაიცნეს დავით მეფე, როგორც მწიგნობარი და გაეცნენ ნაწარმოებს - „გალობანი სინანულისანი“ .
მერვეკლასელებმა მოისმინეს და ნახეს ვიდეოგადაცემები XII საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ, ასევე პედაგოგ ქეთევან შანიძის ხელმძღვანელობით, დაამზადეს ბუკლეტები თანატოლებისთვის.
იხილეთ ფოტოები: