რცხმელურის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
16-02-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ამ დღის აღნიშვნა მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ წიგნები უნდა იკითხონ. ღონისძიებაში წიგნების მოყვარული მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და ეს დღე ერთად იზეიმეს.
„ეს ინიციატივა კიდევ ერთი შეხსენებაა მოსწავლეებისთვის, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ - არ აქვს მნიშვნელობა ხმამაღლა, სხვების გასაგონად თუ ჩვენთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს