ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების მხარდაჭერით მკითხველთა კლუბი ჩამოაყალიბეს
16-02-2022
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგების მხარდაჭერით, მკითხველთა კლუბი ჩამოაყალიბეს. აღნიშნულის სურვილი თავად მოსწავლეებმა გამოთქვეს, რასაც სკოლამ მხარი დაუჭირა.
მკითხველთა კლუბის მიზანი წიგნის დონის ამაღლებაა ხოლო, სლოგანი - „წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია“. პირველი შეხვედრაც უკვე შედგა და ბავშვებმა რჩეული წიგნების საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთს ემოციები და შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს