„ჰიდროსფერო“ - თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
16-02-2022
თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მინით არაერთ აქტივობასა და გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობენ. 

თებერვალი წყლის დაზოგვის თვეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლის VII1 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „ჰიდროსფერო“ იმუშავეს. 

მეშვიდეკლასელები პროექტში ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და წყლის რესურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

„მოსწავლეებმა საკმაოდ სიღრმისეულად და ხარისხიანად იმუშავეს პროექტზე. წარმოგვიდგინეს ოკეანეების, ზღვების, მდინარეების, ტბების, წყალსაცავების, მყინვარებისა და ჭაობების მნიშვნელობა გარემოსთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203