რცხმელურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანა ლიპარტელიანი გეოგრაფიის ოლიმპიადაზე წარმატებით ასპარეზობს
15-02-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანა ლიპარტელიანი გეოგრაფიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობს. 

ანა ლიპარტელიანი 50 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა და ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლის მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„ეს არის დიდი წარმატება როგორც მოსწავლის, ასევე პედაგოგისა და სკოლის. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ანას შემდეგ ტურში“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203