ახალსოფლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობა ხშირად ტარდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ხშირად ტარდება. ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, პედაგოგ ლალი ფრეწუაშვილის ხელმძღვანელობით, მეორე კლასის მოსწავლეები მწერალ ნათია აბულაძეს შეხვდნენ. შეხვედრა ონლაინ გაიმართა და მოსწავლეებმა მწერალთან ერთად მოთხრობები წაიკითხეს.
გარდა ამისა, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასების პედაგოგ ნელი მახარაშვილის ხელმძღვანელობით, უძველესი ადამიანის ცხოვრებაზე კომპლექსური დავალება მომაზადეს. მათ დაწერეს მცირე მოთხრობა, გააფორმეს ნახატებით და საზოგადოებას წარუდგინეს.
იხილეთ ფოტოები: