თბილისის N112 სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „ცნობილი ხუთეული“ ინტელექტუალურ კონკურსში წარმატება მოიპოვა
15-02-2022
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის N112 საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებას მიაღწია.

გუნდი „ცნობილი ხუთეული“ მე-8 კლასის მოსწავლეებისგან შედგება. გუნდის წევრები არიან: თეკლა დოდიაშვილი, ნიკოლოზ ებანოიძე, ანი მთიულიშვილი, ანდრია ფრუიძე და ნია ხორხელი. 

ისინი კონკურსში - „ყველაზე წიგნიერი“ მონაწილეობენ. მოსწავლეებმა წარმატებით გადალახეს პირველი ტური. 

სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და მომავალშც წარმატებას უსურვებს.

„ვულოცავთ ამ წარმატებას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს „შესანიშნავ ხუთეულს“ კონკურსის შემდგომ ეტაპებზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203