ხელვაჩაურის N1 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, თემაზე - ვალენტინობა შეხვედრა გაიმართა
15-02-2022
14 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, თემაზე - ვალენტინობა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დღესასწაულის წარმოშობის ისტორია, რამდენიმე ვარაუდი იმის შესახებ, თუ რატომ აღინიშნება ვალენტინობა 14 თებერვალს, ისაუბრეს ასევე ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიცაა - ვალენტინობის აღნიშვნის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში.

დასკვნით ნაწილში დამსწრეებმა გამართეს დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე და დააფიქსირეს საკუთარი აზრი - უნდა აღინიშნოს თუ არა 14 თებერვალი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეხვედრა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203