ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლე სოლომონ ონიანი სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში წარმატებით გადავიდა
15-02-2022

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სოლომონ ონიანი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა. მოსწავლემ წარმატება ბიოლოგიის ოლიმპიადაში მოიპოვა. 

სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები სოლომონს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ულოცავენ ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს,  სოლომონ ონიანს 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადასვლას ბიოლოგიაში (X-XI-XII კლასი). კიდევ ბევრი წარმატება სოლომონს!“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203