„მზის სისტემის პლანეტები“ - ჭაბუკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
14-02-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში თემაზე - „მზის სისტემის პლანეტები“ პრეზენტაცია წარადგინეს.

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. თითოეულმა მოსწავლემ გალაქტიკა - „ირმის ნახტომში“ შემავალ პლანეტებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203