
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი გიორგი ასანიძე ჯარისკაცობაზე ოცნებობს. ამის შესახებ მოსწავლე ემოციურ წერილში წერს.
გასაოცარია თუ რამდენად ძლიერია გიორგის პატრიოტული სულისკვეთება და მისწრაფება გახდეს ჯარისკაცი და ერთგულად ემსახუროს სამშობლოს.
„მე ვარ გიორგი ასანიძე, ვსწავლობ ჭიათურის სოფელ მერევის საჯ. სკოლის IV კლასში. ჩემი ოცნებაა, გავხდე ჯარისკაცი. ეს პროფესია, იმიტომ ავირჩიე, რომ მინდა ჩემი პატარა საქართველო დავიცვა ჩემი ძალ-ღონით. მეუბნებიან, გენერლობა უკეთესიაო, მაგრამ მე მაინც ჯარისკაცობა მსურს. გენერალი ბრძანებებს იძლევა და ეს მე არ მინდა. მართალია, კარგია რომ იტყვიან „გზა დაუთმეთ გენერალი ასანიძე მობრძანდებაო“. მაგრამ ჯარისკაცობა მსურს. ვიცი, რომ ჩემი სამშობლოს ტერიტორიები მიტაცებულია. მე ამაზე გული მტკივა. ამიტომ მინდა ჯარისკაცობა. ჯარისკაცი სამშობლოს არ უღალატებს. ჯარისკაცი ღირსეულად კვდება. აი ასეთი ვიქნები მე.
„დამიბრუნონ ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“.
დამელოდე საქართველო!
ჯარისკაცი გიორგი ასანიძე 2022 წელი“, -წერს მოსწავლე.
მოსწავლის დამრიგებელი მანანა გოგესაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: