წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე გიგლემიანმა ესეების კონკურსში ჩინურენოვანი სერტიფიკატი მოიპოვა
14-02-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და აქტივობებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლე ბარბარე გიგლემიანი სვანეთში პირველი მოსწავლე გახდა, რომელმაც ჩინურენოვანი სერტიფიკატი მიიღო. მან ესეების კონკურსში - „ჩემი თვალით დანახული ჩინეთი“ მიიღო მონაწილეობა და წამახალისებელ პრიზთან ერთად ორენოვანი სერტიფიკატი - ჩინურ და ქართულ ენებზე მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლა განცხადებას ავრცელებს.
„ამ სურათზე ბარბარე გიგლემიანი ასხივებს ბედნიერებას. ბარბარე გახდა პირველი მოსწავლე სვანეთში, ვინც მიიღო ჩინურენოვანი სერტიფიკატი. ჩვენი სკოლის აღსაზრდელი მონაწილეობას იღებდა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუნცის ინსტიტუტის ესეების კონკურსში - „ჩემი თვალით დანახული ჩინეთი“ და წამახალისებელი პრიზის სახით დასაჩუქრდა ყურსასმენით და ორენოვანი სერტიფიკატით - ჩინურ და ქართულ ენებზე. ეს უნიკალური ჯილდო საპატიო ადგილს დაიკავებს ბარბარეს სიგელების მდიდარ კოლექციაში ქართულენოვან და ინგლისურენოვან სერტიფიკატების გვერდით“, - აღნიშნულია წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს