სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში სამხატვრო სახელოსნო სკოლა-სტუდია „შემოქმედნის“ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მოსწავლეების ნამუშევრებმა დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურა.
გიმნაზია-პანსიონის დირექცია მადლობას უხდის მათ პედაგოგსა და მოსწავლეებს შესანიშნავი ნამუშევრებისათვის.
სკოლა-სტუდია „შემოქმედნი“ რამდენიმე წელია, რაც გიმნაზიის ბაზაზე წარმატებულად ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი პედაგოგი ლონდა მაისურაძეა. დღეს მასში 65 მოსწავლე ირიცხება.
„ბავშვებმა თავიანთი პაწაწინა ხელებით შექმნილი საოცარი ნამუშევრები წარუდგინეს დამთვალიერებელს. ძალიან გაგვახარეს და გაგვითბეს გულები. დიდი მადლობა ბვშვებს, ლონდა მასწავლებელს და საუკეთესო მშობლებს. გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის მას გაწეული შრომისთვის. წარმატებები ჩვენს პატარებს“,- წერია გიმნაზია-პანსიონის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: