
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის X კლასში მათემატიკასა და გეოგრაფიაში (მასწავლებელი- ლია სვიმონიშვილი) ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა გახლდათ: მონაცემთა მოპოვებისა და წარმოდგენის ხერხები (მათემატიკა); საერთაშორისო ორგანიზაციები (გეოგრაფია).
გაკვეთილის მიზანი იყო ინფორმაციის მოპოვება, წარმოდგენა ხელსაყრელი ხერხით; დიაგრამების ანალიზი.
მოსწავლეებმა შეძლეს საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის წარმოდგენა სხვადასხვა ხერხით; ააგეს სვეტოვანი, წერტილოვანი, ხაზოვანი, წრიული დიაგრამები, პიქტოგრამა. რამდენიმე დიაგრამა ააგეს ელექტრონულად.
დაასაბუთეს დიაგრამის კონკრეტული სახის უპირატესობა. შეძლეს დიაგრამის ანალიზი, მოხდა ცოდნის ტრანსფერი. ასევე მეათეკლასელებმა აგებული დიაგრამების შესახებ გამოთქვეს მოსაზრება, გამოკვეთეს დაშვებული უზუსტობა და ერთმანეთს მისცეს რეკომენდაციები.
იხილეთ ფოტოები: