რუსთავის N23 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მაკეტები დაამზადეს
14-02-2022
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო მაკეტები შექმნეს. 

კომპლექსური დავალები თემა ცხოველთა და მცენარეთა საბინადრო გარემო იყო. 

მოსწავლეები დავალების შესრულებაში, პედაგოგ ლელა მიქაძის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე განუწყვეტლივ ზრუნავენ.

„კომპლექსური დავალების პირობის თანახმად ბავშვებს უნდა შეექმნათ ნახატი ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203