ზესტაფონის N6 სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „ნუ გახდები ტრეფიკინგის მსხვერპლი“ იმუშავეს
14-02-2022
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, XII კლასში გერმანულ ენაში საკლასო პროექტი სახელწოდებით - „ნუ გახდები ტრეფიკინგის მსხვერპლი“ განხორციელდა.

მოსწავლეებმა უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგეს - გაეცნენ თუ რა არის ტრეფიკინგი და როგორ უნდა დაიცვან მასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან თავი.

პროექტის ფარგლებში ასევე, სპეციალური ბროშურაც დამზადდა. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი თამარ დოლაკიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203