„საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეები“ - ჩოლურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი 
14-02-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში, პედაგოგ ინგა ონიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა თითოეული კუთხე დაწვრილებით აღწერეს და გაკვეთილი კუთხეების მიხედვით მუსიკალური ნომრებით გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ბავშვები დიდი ხალისით და მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203